სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის რეკომენდაციები მთავრობას

ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული პანდემიური სიტუაციის მართვას „ლელო საქართველოსთვის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვატო სურგულაძე გამოეხმაურნენ და საზოგადოებას ჯანდაცვის ის რეკომენდაციები წარუდგინეს, რისი საშუალებითაც პანდემიის დროს ქვეყანამ უნდა იხელმძღვანელოს. ბრიფინგის დროს პარტიის ლიდერებმა ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს ვირუსის მართვის პროცესის გამო და „ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის მიერ შემუშავებული კონკრეტული 15 რეკომენდაცია წარადგინეს.


“ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კობერიძის თქმით, ხელისულება ქვეყანაში შექმნილ ეპიდემოლოგიურ ფონს საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის იყენებს.

“პოლიტიკურ ინტერესაა დაქვემდებარებული სრულიად ჯანდაცვის სისტემა და მათი გადაწყეტილებები ამ მიმართულებას ექვემდებარება, რაც, თავის მხრივ, აუცილებლად აისახება ეპიდამიის არასწორ მართვაზე. ეპიდემიის გამწვავებას კი ხელისუფლება ხალხს აბრალებს და თავის პასუხისმგებლობას განიხილავს. ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც მართვის ფაზაზე არასდროს არ გადასულა. მათ უნდა ესწავლებინათ მოსახლეობისთვის ამ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და არა შეკეტვა, რადგან კიდევ ერთ სახლში ჩაკეტვას საქართველოს ეკონომიკა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ვერ გადაიტანს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დათესოს
პანიკა და შიში, რომელიც მხოლოდ მათ აწყობთ, რადგან გვიახლოვდება არჩევნები და ფიქრობენ, რომ ნაკლები ხალხი მივა არჩევნებზე, რაც მხოლოდ მათი პოლიტიკის ნაწილია,”-აცხადებს ლევან კობერიძე.

“ლელოს” მაჟორიტარი კანდიდატი
„ლელო საქართველოსთვის“ ჯანდაცვის ჯგუფის 15 პუნქტიან რეკომენდაციას ასაჯაროვებს, რომლითაც მთავრობას კოვიდ19-ის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან ეფექტური ბრძოლისთვის გამოადგება:

1. რეკომენდაციების, პროტოკოლების და გაიდლაინების უპირობო დაცვა ყველასათვის, გამონაკლისების გარეშე. მათი შესრულების მუდმივი მხარდაჭერა, კონტროლის უზრუნველყოფა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.
2. საბავშვო ბაღების, სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების კოვიდ19 ვირუსის ეპიდემიის დროს მართვის მზადყოფნის და მათი ფუნქციონირების მუდმივი კონტროლი.
3. საშუალო სკოლების, საბავშვო ბაღების, ყველა მასწავლებლების, აღმზრდელების, ადმინისტრაციული და სამეურნეო განყოფილებების თანამშრომლების სწავლის დაწყებამდე კოვიდ-19 ვირუსზე ტესტირების ჩატარება.
4. საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული კონტროლიორების და მძღოლების დატრეინინგება, მათ მიერ მონიტორინგის ფუნქციის აღება და პასუხისმგებლობის დაკისრება.
5. პირველადი ჯანდაცვის ობიექტების აღჭურვა პირადი დაცვის საშუალებებით, ოჯახის ექიმების (ქალაქებში, სოფლად) და ექთნების მზაობის ხარისხის დადგენა და მათი გადამზადება კოვიდ19 ინფექციის მართვის საკითხებში.
6. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ყოველდღიური კონტროლი და მხარდაჭერა.
7. სახელმწიფოს მხრიდან კოვიდ 19 ეპიდემიასთან დაკავშირებული სრულყოფილი და გამჭირვალე საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელება.
8. საავადმყოფოების მზაობის და ფუნქციონირების მუდმივი მხარდამჭერი კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან.
9. სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა - წვრთნა და აღჭურვა. ცხელების ცენტრებისა და პროფილური კლინიკების სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური შემოწმება/ტესტირება (სამუშაოს დაწყებამდე) PCR დაჩქარებული ტესტებით.
10. ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მუშაობის ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
11. დაავადებათა კონტროლის რეგიონალური ცენტრების გაძლიერება- ადამიანური რესურსები, ტექნიკური აღჭურვილობა და გადამზადება.

12. საარჩევნო უბნების რეგულაციების დროული შემუშავება, თანამშრომლების გაზრდა. იზოლაციაში და სტაციონარში მყოფ ადამიანებზე ხმის მიცემის უფლების რეალიზაცია.
13. კარანტინში და კოვიდ19-ის მსუბუქი ფორმით დაავადებულთა სამკურნალოდ მყოფი პაციენტების სასტუმროების პერსონალის ტრენინგი და მუდმივი კონტროლი.
14. მოსახლეობასთან ეფექტიანი საკომუნიკაციო კამპანიის წარმოება მიმდინარე და მოსალოდნელი სიტუაციიდან გამომდინარე, პრევენციული და გადაუდებელი ღონისძიებებისა შესახებ. კონკრეტულ სოციალურ გარემოსა და სიტუაციებში ქცევების წესების ნორმირება
15. წინსაარჩევნო გარემოსთან მიმართებაში მკაფიო გაიდლაინებისა და რეკომენდაციის შემუშავება მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიებისათვის და საარჩევნო პროცესის მიმართ პანიკისა და შიშის პრევენციის მიზნით.

“ლელოს” ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლის, ვატო სურგულაძის თქმით, “ლელოს” 15 რეკომედაცია არ არის ახალი, თუმცა ეს რეკომენდაციები გაწერილია იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს სიმშვიდე და მოსახლეობა ყოველდღიურ რეჟიმში იყოს დაცული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100