ფინქი პირველ შვილს ელოდება
ამერიკელი მომღერალი ფინქი პირველ შვილს დღედღეზე ელოდება. მიუხედავად ორსულობისა, იგი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და დიდი მუცელი მეგობრებთან შეხვედრაში თუ გართობაში ხელს არ უშლის.
რამდენიმე ხნის წინ პაპარაცებმა მომღერალი თავის მეორე ნახევართან ერთად მალიბუს სანაპიროებზე შენიშნეს. მომავალი მშობლები მეგობრებს რესტორანში შეხვდნენ და მოგვიანებით სუფთა ჰაერზე გადმოინაცვლეს. ფინქი უნიკალურ განწყობაზე იყო და გამუდმებით იღიმებოდა. მისი მეუღლე, კერი ჰარტი არანაკებ ბედნიერად გამოიყურებოდა და სიამაყით შეჰყურებდა მეორე ნახევარს, რომელიც უახლოეს მომავალში შვილს აჩუქებს.
მომღერალს გრძელი კაბა ეცვა, რომელიც მისი ფორმის დაფარვის ნაცვლად, ხაზს უსვამდა მის მდგომარეობას. აღსანიშნავია, რომ ფინქი საორსულო ტანსაცმელს არ იყენებს. რაც შეეხება პატარას, დედის ვარაუდით იგი გოგონა იქნება. მომღერალი ქალიშვილს ჯეიმსონს დაარქმევს. თუმსა საყურადღებოა, რომ მომღერლის რჩეული აღნიშნული სახელი კატეგორიული წინააღმდეგია.
კომენტარი