ტოქსიკური შოკის სინდრომის გამო ფეხი დაკარგა, მაგრამ პოდიუმს დაუბრუნდა
28 წლის მოდელი, რომელმაც ტოქსიკური შოკის სინდრომის გამო ფეხი დაკარგა პოდიუმს დაუბრუნდა. ლორენ ვასელის დაბრუნება ნიუ-იორკის ფეშენ ვიქზე მოხდა.
ცნობისთვის ტოქსიკური შოკის სინდრომი იშვიათი მაგრამ სერიოზული დაავადებაა, აწუხებს ქალებს, რომელებიც ხმარობენ ტამპონებს მენსტრუაციის დროს.
მედიკოსთა განმარტებით მენსტრუალური, ჩანასახის საწინააღმდეგო ღრუბლები და დიაფრაგმები ასევე იწვევენ ტოქსიკური შოკის სინდრომს. 6-10 ქალი 100000-ზე უჩივის ტოქსიკური შოკის სინდრომს. აშკარად გამოწვეულია სტაფილოკოკური ინფექციის ახალი შტამით, რომელიც აზიანებს სხეულის რომელიმე ნაწილს, ხშირად საშოს; გამოყოფს ტოქსინებს, რომელიც სისხლის ნაკადში მოხვედრისას იწვევს ორგანიზმის რეაქციას. მაღალი ხარისხის შეწოვის უნარის მქონე ტამპონები უფრო ხშირად იწვევენ ტოქსიკური შოკის სინდრომს.
ეს დაავადება თავისთავად სინდრომია ან სინდრომთა ჯგუფია, დიაგნოზი დგინდება ყველა სიმპტომის არსებობისას, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც რამოდენიმე სინდრომიც ადასტურებს ტოქსიკური შოკის სინდრომის მარტივ ფორმას. მისი სიმპტომებია:
მაღალი ტემპერატურა, ჩვეულებრივ 40-ზე მეტი
ღებინება, დიარეა
წნევის მკვეთრი დაქვეითება;
მზის დამწვრობის მსგავსი გამონაყარი დუნდულებზე და კისერზე;
ტერფებზე და ხელებზე კანის აქერცვლა.
თუ მენსტრუაციის დროს გამოვლინდება რომელიმე ზემო აღნიშნული სიმპტომი ტამპონის გამოყენებისას, აუცილებელია ტამპონი ამოღებულ იყოს და არ გამოიყენოს მანამ, სანამ ანალიზი არ აჩვენებს რომ საშიში არ არის ბაქტერიები. ტოქსიკური შოკის სინდრომი ვითარდება სწრაფად, რამდენიმე საათის განმავლობაში; მარტივი ფორმისას აუცილებელია ბევრი სითხის მიღება და წოლითი რეჟიმი. მძიმე ფორმის დროს, რომელსაც თან ახლავს ძლიერი დეჰიდრატაცია და წნევის დაქვეითება, აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია.
თუ როდესმე აღინიშნებოდა ტოქსიკური შოკის სინდრომი, უნდა გამოირიცხოს მენსტრუალური სისხლის შემწოვი შინაგანი საშუალებების გამოყენება.
კომენტარი