საახალწლო კონცერტზე მომღერლებს „ქართული ოცნება“ ბლოკავს, მარინა ბერიძეს კი სასიკვდილოდ გალახვას უპირებენ?
მომღერალ მარიკა თხელიძის მამიდა ყოფილი პოლიტპატიმარი აცხადებს, რომ მარინა ბერიძეს თმით ათრევს. როგორც თხელიძემ განაცხადა, რომ საახალწლო კონცერტიდან, რომელიც კულტურის სამინისტროს ორგანიზებით იმართება, მომღერლების გარკვეული ჯგუფი პროგრამიდან ამოიღეს, მათ შორის მარიკა თხელიძეც.
თხელიძე აცხადებს, რომ ამ საქმეში არის ჩარეული კულტურის მინისტრის მოადგილე გრუზინსკი, რომელმაც მარინა ბერიძეს დაავალა საახალწლო კონცერტის გაკეთება. მისი თქმით ამ კონცერტში მარიკა თხელიძის გარდა მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ აჩიკო მეფარიძეს, ჯგუფ "ფორტეს", ნინი წიკლაურს. ნანა თხელიძე აცხადებს, რომ მის ძმისშვილს მარიკა თხელიძეს კულტურის სამინისტროში უთხრეს, რომ ის საახალწლო პროგრამიდან „ქართულმა ოცნებამ“ ამოიღო. თხელიძე მარინა ბერიძესთან შეხვედრას დღეს აპირებს, თუმცა მანამდე აცხადებს, რომ „მარინა ბერიძეს გავლახავ სასიკვდილოდ, რომ ორივე ხელი მოძვრეს, იმისთვის რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ახალგაზრდებს აღარ შეეხოს.“
კომენტარი