სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ორი დღეა შეტყობინებები მის ტელეფონამდე ვერ აღწევს" - თბილისში აშშ-ს მოქალაქეს ეძებენ

მე-3 დღეა თბილისში შეერთებული შტატების მოქალაქეს, ალექს ლოიჯის ეძებენ. ის ახლობლებთან ბოლოს კონტაქტზე 6 თებერვალს გავიდა. კაცი თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატოვა. ამის შემდეგ ამერიკელის კვალი იკარგება.

მეგობრები ამბობენ, რომ რამდენიმე დღეა მის ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნასაც ვერ ახერხებენ.

"ალექსი საქართველოში სამი თვის წინ ჩამოვიდა როგორც ტურისტი და ძალიან მოეწონა აქაურობა, დაახლოებით 5 დღის წინ ის გაუჩინარდა და თავის ახლობლებთან კონტაქტზე არ გამოსულა. თავიდან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ვუგზავნიდით და პასუხს არ გვცემდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში კი ეს შეტყობინებები მის ტელეფონამდე ვერ აღწევს. ბოლოს მასთან პირდაპირი კონტაქტი 6 თებერვალს გვქონდა და ახლა ძალიან ვნერვიულობთ", - ამბობს მეგობარი, არჯუნ პ. გუთა.

სასტუმროში ამბობენ, რომ ამერიკელი სტუმარი მათთან 3 თებერვალს დაბინავდა და 7 თებერვლამდე ცხოვრობდა. ის ძირითადად ნომერში იმყოფებოდა, არ ჰქონია სასტუმროს სხვა მცხოვრებლებთან, ან გარე პირებთან კონტაქტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100