ნანუკა ჟორჟოლიანი დავით კოდუას მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს
ნანუკა ჟორჟოლიანი, საკუთარი მაზლის დავით კოდუას მდგომარეობის ამსახველ ფოტოებსა და მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ავრცელებს.
„დღეს, დღის 15:00 საათისთვის, აბაშიძეზე, დათო კოდუამ ( ერეკლეს ძმამ) სალონში წაიყვანა 4 წლის ბავშვი თმების შესაჭრელად. მას ტელეფონზე დაურეკეს, გარეთ გავიდა და შუა ბარნოვზე თავს დაესხა 4 ნიღბიანი შეიარაღებული პირი. გათიშეს ელექტროშოკებით და შემდეგ ცემეს! ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ის რეანიმაციულში გადაიყვანეს!
ყველას შავები ეცვა! შავი ქუდებით! ძიძამ დახმარება როდეასაც სცადა ერთმა უთხრა ადგილს შეიცვლი და დაგცხრილავო! იარაღისკენ წაიღო ხელი. ეს იყო ერთადერთი რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა და ძიძა ამბობს რომ ამოიცნობას შეძლებს!
ეს ყველაფერი ხდებოდა 4 წლის ბავშვის თვალწინ!!!!“ - წერს ჟორჟოლიანი
კომენტარი