სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა

დღეს, 9 დეკემბერს ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა. საქართველოს ყოფილ პრემიერს დღეს 49 წელი სეუსრულდებოდა.

ზურაბ ჟვანია 1963 წლის 9 დეკემბერს თბილისში დაიბადა. 1985 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზედაც შეიქმნა მოძრაობა "საქართველოს მწვანეები".

1992 წელს გახდა ევროპელ "მწვანეთა" პირველი თანათავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალურ მდივნად. 1995 და 1999 წელს ზურაბ ჟვანია არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ.

ჟვანია 2001 წლის ოქტომბერში გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან. 2002 წლის ივლისში თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია "გაერთიანებული დემოკრატები". 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში (ოფიციალური ცნობით გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი აირით) დაიღუპა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100