სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"3 წლის ბავშვს სულზე მივუსწარი...კატეგორიულად გთხოვთ, არ მისცეთ ბავშვებს სისხლის გამათხელებლები!" – პედიატრის რჩევა მშობლებს

პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი კორონავირუსისპანდემიის პარალელურად სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს საინტერესო და აუცილებელ რჩევებს, რაც არასრულწლოვნების მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ.

ამჯერად, ექიმი ბავშვებისთვის სისხლის გამათხელებლების მიღებასთან დაკავშირებით აფრთხილებს მშობლებს და მოუწოდებს, რომ ეს სახიფათოა.

პედიატრის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ძვირფასო მშობლებო, უნდა იცოდეთ აუცილებლად,ამიტომაც გიზიარებთ… ძალიან კარგია თაფლი და რძე, ორივე მნიშვნელოვანი პროდუქტია ბავშვის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ორივეს შეუძლია ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს!! განსაკუთრებულ ალერგენთა სიაში, რომელთაც შეუძლიათ, დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ და ანაფილაქსია, ისინი არ შედიან, ალერგიის კლინიკური გამოვლინების სიმძაფრე ამ პროდუქტების ჭარბი დოზირებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს!!!

წუხელ მთელი ღამე ერთ პატარაზე ზრუნვაში გავატარე ონლაინ, რომელმაც ძილის წინ მიირთვა ცხელი რძე თაფლით და დაახლოებით 6 საათში განუვითარდა ატოპური დერმატიტი, რომელსაც დაერთო ცრუ კრუპი!!! გახსოვდეთ, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვს ნუ მისცემთ თაფლს!!! 2 წლის ზემოთ შეიძლება 10-15გრამის (2 ჩ.კ) მიცემა კვირაში 3-ჯერ. არც ცხელ წყალში და არც ცხელ რძეში არ გაუხსნათ თაფლი, ის კარგავს თავის ღირებულებას და ტოქსინად იქცევა, გაუხსენით გრილ სითხეში. ნუ მისცემთ ძილის წინ, დღისით ჯობია.

აქვე დავწერ, კატეგორიულად გთხოვთ, არ მისცეთ ბავშვებს სისხლის გამათხელებლები (როგორც თქვენ მოიხსენიებთ) არავითარ შემთხვევაში, არც ასპირინი, არც კარდიომაგნილი, თუნდაც ძალიან მცირე დოზით (ერთ-ერთი დედიკო აძლევდა 75 მგ კარდიომაგნილის 1/6-ს 3 წლის ბავშვს, სულზე მივასწარი), ეს მომაკვდინებელი შეცდომაა. ეს მოკლედ, ღამის შთაბეჭდილებები. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას, განსაკუთრებით დღეს, ეს სურვილი პირველთაგანია სურვილთა შორის”,- წერს პედიატრი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100