სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა. გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, გურანდა გაბუნია გარდაცვალებამდე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

გურანდა გაბუნია საქართველოს სახალხო არტისტის წოდებას ფლობდა. 1997 წელს იყო ფოთის საპატიო მოქალაქეც გახდა. მიღებული აქვს ღირსების ორდენი, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.

გურანდა გაბუნია ცნობილი ქართველი მსახიობის - ოთარ მეღვინეთუხუცესის მეუღლე იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100