საქველომოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობის“ 2015 წლის ანგარიში
საქართველოში მოქმედი ერთ–ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ 2015 წელს განხორციელებული სამუშაოების ანგარიშს (https://fsp.ge/ge/news/fund-news/1225-results2015year/) აქვეყნებს.
ფონდი უკვე 4 წლის განმავლობაში ახორციელებს საქველმოქმედო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. მცირე დროის განმავლობაში მან ათასობოთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეს გაუწია დახმარება.
ფონდის 2015 წლის საერთო ბიუჯეტი, რომელიც ქველმოქმედებაზე დაიხარჯა 1,9 მილიონ ლარს შეადგენს.
2015 წლის განმავლობაში „შინმოვლის“ პროექტის ფარგლებში 741 საწოლს მიჯაჭვულმა ბენეფიციარმა სრულიად უფასოდ მიიღო კვალიფიციური სამედიცინო და სოციალური დახმარება, მათ შორის მედიკამეტების, პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების სახით.
ფონდის ოპერირების ქვეშ მყოფ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში და ქობულეთის ბავშვტა პანსიონში 30 მზრუნველობას მოკლებული ბავშვი იზრდება. თითოეული მათგანი ღებულობს სრულფასოვან 4–ჯერად კვებას, უზრუნველყოფილნი არიან ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და სასკოლო ნივთებით. ბავშვები დადიან სპორტულ წრეებსა და სექციებზე, დამატებით მეცადინეობენ მათემატიკისა და უცხო ენების მასწავლებლებთან.
ყოველთვიურად 70 ბავშვი, მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში ფონდისგან ღებულობდა ფინანსურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით.
ასევე ფონდმა ერთჯერადი დახმარება გაუწია 2015 წლის ივნისში სტიქიით დაზარალებულებს – 100 000 ლარის ოდენობით.
ასევე მოხდა დასვენების ორგანიზება ქობულეთში 62 ბავშვისთვის, რომელთა მშობლები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო პირებისი და პოლიციის თანმშრომლები არიან.
ასევე ფონდმა მიიღო მონაწილეობა ქობულეთში არსებული გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიის აღდგენაში.
2016 წელს ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ გეგმავს გაზარდოს გაწეული დახმარება 2,2 მილიონ ლარამდე და დაეხმაროს კიდევ უფრო მეტ სოციალურად დაუცველ ადამიანს.
საცნობარო ინფორმაცია: საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში მუშაობს 2012 წლის 12 აპრილიდან.
დღეისთვის ფონდის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება 700 ადამიანი, მათ შორის 90 ბავშვი.
ფონდის ოფიციალური საიტი: https://fsp.ge/.
ფონდის ოფიციალური გვერდი Facebook–ზე: https://www.facebook.com/SocialPartnership.
კომენტარი