გურამ დოჩანაშვილი: რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი?
ნაწყვეტი გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებიდან, სამოსელი პირველი
-
რა უნდა
ჰქონდეს ქალს
კარგი?
- ქალს? - სამი
რამ უნდა
ჰქონდეს კარგი
- ხასიათი, ტან-ფეხი და
სახე.
- რაღა ახლა
მოგინდა სიმარტივე?
- თუმცაღა სწორი
კია...
- ეგრე თუა,
უფრო მარტივად
უნდა გეთქვათ.
- როგორ მაინც?
- როგორ და:
ხასიათი და
გარეგნობა. თუმცა
"ტან-ფეხი" გარეგნობაზე მოკლე
სიტყვაა... ასოების
მხრივ... უი,
ჰო, სახე
როგორ დამავიწყდა?
- მაშინ თქვენ
სცადეთ...
- ნამდვილ ქალს...
მისი გამოჩენიდან
დავიწყებ, კარგი...
ნამდვილი ქალი
ფეხაკრეფით უნდა
დაიარებოდეს... ოღონდ
უნებურად.
- ფეხაკრეფით?
- კი. როგორც
დევნილი... ან,
მდევარი.
- და როცა
მოვა, - როდესაც
მოვა და
შემოგხედავს, რაღაცას
მაშინვე უნდა
მიგახვედროს - დუმილის
დროსაც რაღაცას
უნდა ამბობდეს
ნამდვილი ქალი.
- ეს როგორ...
- ზურგიდანაც რომ
აათვალიერო, მაინც
უნდა მიხვდე
- მხარი, კისერი,
ნამდვილი ქალის
წელი, ხელები,
მუდამ ამბობენ...
- რას ამბობენ...
- არ იცი
ის შენ...
და თუ
პირისპირ დგას
და გიყურებს,
მაშინ... ო,
მაშინ...
- თვალებით ყველაფრის
თქმა უნდა
შეეძლოს, ყველაფერს
მიგანიშნებს, და
რაც მთავარია,
უნდიხარ შენ
თუ არა...
- სახის ჩრდილები,
- ყველაფერსა აქვს
თავისი ჩრდილი,
- შუბლს, თმას,
ცხვირს, ტუჩებს...
- ქალი საჭიროების
შემთხვევაში უნდა
იყოს თავაზიანად
მოსაუბრე და
სასიამოვნო მსმენელი,
და რაღა
თქმა უნდა,
სასარგებლო კერძებსაც
ამაღლებული შექების
ღირსად უნდა
ამზადებდეს.
- არა, მაინც
რა უბედური
გამოთქმა იყო
- ტან-ფეხი...
- თქვენ ბრძანეთ
უკეთ, ჩვენ
მოსმენაც კი
შეგვიძლია მოთმენით,
დიახ, უკიდურესი
აუცილებლობის გამონაკლის
შემთხვევებში.
- ეს ერთადერთია,
როცა ვიბნევი,
- არ შემიძლია...
- რატომ?
- რატომ და
მას არ
ძალუძს სიტყვით
მოიაროს ქალის
კარგი სხეულის
ღირშესანიშნავი ადგილები.
- არა, არა,
მაგიტომ არა...
- აბა რატომ?
- რატომ და
ვიბნევი, - თავიდან
რომელს მივადგე,
რომელი ერთი...
- აი, თუნდაც
ხელისგული...
- ნამდვილი ქალის
ხელი აიღეთ,
ვიწრო ხელისგულს
დახედეთ და
ნაზ, მშრალ
ხაზებს დიდხანს
უცქირეთ... მერე
ფრთხილად ჩამოაყოლეთ
სამი თითი
და თვალებში
შეხედეთ - მაშინ
მიხვდებით, ნამდვილი
ქალი თუა...
ანდა, საკუთარი
ხელისგული დაადეთ
და მაშინვე
რაღაცას იგრძნობთ
- რაღაც შორეულს,
რაღაც ბუნდოვანს,
ყოველთვის გეტყვით
ქალის ხელისგული...
კომენტარი