სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთვრალმა გოგონამ საკუთარი დედა და ძაღლი დაკბინა

ილინოისის შტატის პოლიციამ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გოგონა დააკავა - მთვრალმა მოზარდმა საკუთარი დედა და ძაღლი (ინგლისური ბულდოგი) დაკბინა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 წლის ანალის გარნერი შინ არაფხიზელმდგომარეობაში დაბრუნდა და 37 წლის დედასთან კამათი მოუვიდა.

გოგონამ დედას ცემა დაუწყო და შემდეგ გაურკვეველი მიზეზის გამო საკუთარი სიბრაზე ძაღლისკენ მიმართა. ანალისმა შინაურ ცხოველს მუშტები და ჭიტლაყები არ აკმარა და კბენაზე გადავიდა.

ინგლისურმა ბულდოგმა პირველი ორი კბენა „მამაცურად“ აიტანა, თუმცა, მესამე აღარ მოითმინა - ძაღლმა გოგონას, თავდაცვის მიზნით, საპასუხოდ უკბინა.

საბედნიეროდ, მეზობლებმა ოთხფეხა დაზარალებულის სასოწარკვეთილი ყეფა გაიგეს და სამართალდამცავებს მიმართეს. ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს. ბოროტმოქმედი კი სამართალდამცავებმა დაკითხეს.

ანალის გარნერს სასჯელი სამი მუხლით წაუყენეს: ძალადობა, უხეში მოპყრობა ცხოველების მიმართ და ალკოჰოლური სასმელის მოხმარება (შეგახსენებთ, გოგონა არასრულწლოვანია).

ამ დროისათვის, დამნაშავემ გირაოს სახით 3 ათასი ამერიკული დოლარი უკვე შეიტანა. სასამართლო პროცესი 23 მაისს გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100