სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების "ფაიზერით" აცრა შესაძლებელი გახდა

იმუნიზაციის საბჭომ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში "ფაიზერით" ვაქცინაციას მხარი დაუჭირა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საბჭოს სხდომის შემდეგ აღნიშნა, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები ვაქცინაცია მშობლების თანხმობის შემთხვევაში მოხდება.

"საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს "ფაიზერის" ვაქცინის ორი დოზით. ამდენად, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც გახლავთ აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანთან სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ, მიმართონ ვაქცინაციის ცენტრებს და მიიღონ ვაქცინაცია "ფაიზერის" დოზით", - თქვა თამარ გაბუნიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100