სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახეთში კაცმა მეზობელი ცოლ-ქმარი დაჭრა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა

მკვლელობა კახეთში - სოფელ ზემო გურჯაანში კაცმა მეზობელი ცოლ-ქმარი დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, ალექსანდრე ზარდიაშვილმა ცოლ-ქმარს გურამ და მერი ზარდიაშვილებს სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სხეულის არეში დაზიანებები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეუღლე მძიმე დაზიანებებით გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეზობლების თქმით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ყოფითი პრობლემაა - ორ ოჯახს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ჰქონდა კონფლიქტი. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100