სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გენერლებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა.

სალომე ზურაბიშვილი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

„ეს არის ის, რაც ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ტკვილია დღეს, რაზედაც უნდა იზრუნოს მომავალმა პრეზიდენტმა, რათა ეს საოკუპაციო ხაზი მოიშალოს. პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ იმ მოსახლეობის მდგომარეობაზე, რომელსაც არ შეუძლია მშვიდად იცხოვროს, არ აქვს პირობები, რათა მშვიდად იმუშაოს. პრეზიდენტი როგორც მთავარსარდალი, უნდა ზრუნავდეს საზღვარზე და ამ ადამიანების ყოველდღიურ ბედზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100