კარგი განწყობა გრიპის ვირუსის საუკეთესო წამალია
მეცნიერებმა ვირუსოლოგებთან და ფსიქოლოგებთან ერთად სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ მნიშვნელვან კანონზომიერებას მიაგნეს - კარგი განწყობა გრიპის ვირუსის საუკეთესო წამალია. ამის შესახებ გამოცემა Medical Express იუწეყბა.
ნოტინგემის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, განწყობა ძალიან ბევრ დაავადებაზე შესაბამისად მოქმედებს - ცუდი განწყობის დროს ორგანიზმში არსებული დაავადებები აქტიურდებან და პირიქით - კარგი განწყობა ბლოკავს მათ და ხელს უშლის ორგანიზმზე ზემოქმედებას.
როდესაც ადამიანს მხირაული განწყობა აქვს, მის ორგანიზმში სწორედ ის ნივთიერებები გამოიყოფა, რასაც გრიპის ვაქცინაციის დროს მიღებული წამალი გამოჰყოფს. ის ერთგვარი იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებაა და ეფექტურად ებრძვის დაავადებას. აღნიშნავენ იმასაც, რომ დადებითი განწყობის მიერ გამოყოფილი ნივთიერებები ბევრად უფრო ეფექტურია და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას ბევრად ჯობია.
კომენტარი