სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე შეხვდნენ ეგზიტპოლების შედეგებს ქართულ ოცნებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრებთან და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად, ეგზიტპოლის შედეგებს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაეცნო.

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თბილისის საკრებულოს არჩევნებში პროპორციული სიით ლიდერი ძალა კოალიცია "ქართული ოცნებაა".

ეგზიტპოლის შედეგებით, მმართველ კოალიციას ხმა ამომრჩეველთა 50,6 %-მა მისცა. ამომრჩეველთა წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კოალიციის კანდიდატს დავით ნარმანიას ხმა მისცა ამომრჩეველთა 52,6%.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100