რაზე ოცნებობენ ჭეშმარიტად შეყვარებული ქალები?
„ბედნიერება თუ უფრო მეტი?!“ - ეს არის, შეყვარებული ქალის წერილი, სადაც ის საკუთარ გრძნობებსა და ოცნებებზე საუბრობს.
„დავჯდებოდი და დავითვლიდი თითოეულ ნაოჭს რომელიც ხელის გულზე გაქვს. შენი თმის ღერებს გადავთვლიდი სულმოუთქმელად. ყველა ხალს რომელსაც შენ სხეულზე დაუდია ბინა დავარქმევდი თავის სახელს.
როცა მოწყენილი იქნებოდი შენ საყვარელ მუსიკას ჩავრთავდი, უხმოდ დაგიჯდებოდი გვერდით და მანამდე ვიჯდებოდი სანამ ლაპარაკის ხასიათზე არ მოხვიდოდი.
ყოველდღე გაგიკეთებდი შენს საყვარელ საჭმელს და ბედნიერი ვიქნებოდი იმით, რომ გემრიელად შეექცეოდი მას, არასოდეს გაგირეცხავდი ტანსაცმელს სარეცხის მანქანაში იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩემი ხელით გარეცხილს უფრო ვენდობი!
ყოველ დღესასწაულზე დაგახვედრებდი საჩუქარს ბალიშზე და ყოველ შენს დაბადების დღეზე მოგიწყობდი ისეთ დღესასწაულს რომელიც ყველას ემახსვრებოდა ჩვენს გარშემო.
ხშირად დაგიწერდი ურითმო ჩემეულ ლექსებს, მხოლოდ იმიტომ რომ გაგეღიმა. სამსახურიდან მოსულს შენს საყვარელ მასაჟს გაგიკეთებდი.
მივლინებაში წასულს ყოველი საათის ბოლო წუთს მოგწერდი ერთ სიტყვიან მესიჯს, მომენატრე.
როცა მაწყენინებდი გაგებუტებოდი, მხოლოდ ერთი საათით, მერე მოვიდოდი და ჩაგეხუტებოდი უსიტყვოდ, იმის ნიშნად, რომ გამიარა და აღარ მახსოვს. არსოდეს მოვიხსნიდი თითიდან ბეჭედს რომელზეც შენი სახელი იქნებოდა ამოტვიფრული.
ყოვლედღე დაგასწრებდი გაღვიძებას, იმისთვის, რომ შენი საყვარელი კაბით დაგხვედროდი გაღვიძებულს. ყოველ ღამე გავიღვიძბდი და მძინარეს გაკოცებდი, ძალიან ძალიან ფრთხილად რო ვერ გაგეგო. ყოველდღე გაგიმეორებდი, არა დღში რამდენჯერმე რო მიყვარხარ ! და ამას ყველაფერს სიცხოხლის ბოლომდე ყოველ დღე, სიამოვნებით ბედნიერი გავაკეთებდი!........“
კომენტარი