სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამამ 11 წლის ვაჟი ხალხის თვალწინ ქამრით სცემა (ვიდეო +18)

რუსეთში 33 წლის მამაკაცმა თავისი 11 წლის ვაჟი სკვერში ხალხის თვალწინ ქამრით სცემა.

ძალადობის ამსახველი კადრები ერთ-ერთმა გამვლელმა გადაიღო და ინტერნეტით გაავრცელა, რის შემდეგაც სამართალდამცველები ამ საქმით დაინტერესდნენ და მოძალადე მამა დააკავეს, ბავშვი კი ფსიქოლოგის დაკვირვების ქვეშაა, რომელიც აცხადებს, რომ მამაკაცის მხრიდან ფიზიკურად გასწორების ფაქტი პირველი არაა ბიჭის ცხოვრებაში.

საინტერესოა ის გარემოება, რომ მოზარდს არავინ მიშველებია იქ მყოფთაგან, ისინი უბრალოდ იდგნენ და უყურებდნენ, როგორ უსწორდებოდა მამა თავის შვილს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100