გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებსა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა
მინისტრი მოვა თუ
არ მოვა,
პრემიერი დაესწრება
თუ არ
დაესწრება, ამ
რეჟიმში გადავიდა
საომარ მდგომარეობაში
არსებული ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობაზე საუბარი წლების
განმავლობაში, - ამის
შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა გიორგი
მარგველაშვილმა საკონსტიტუციო
ცვლილებებსა და
უსაფრთხოების საკითხებზე,
ავლაბრის სასახლეში
გამართული კონფერენციის
შეჯამებისას განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ამ სტილის ურთიერთობა არ უნდა გაგრძელდეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.
”იმდენად პიროვნულად იქნა მიბმული, რომ პრეზიდენტს აქვს უშიშროების საბჭო, პრემიერმა შექმნა უსაფრთხოების საბჭო, რომ რაღაცნაირად არაპოლიტიკურად და არადახვეწილად წარიმართა პროცესი. მინისტრი მოვა თუ არ მოვა, პრემიერი დაესწრება თუ არ დაესწრება, ამ რეჟიმში გადავიდა წლების განმავლობაში საომარ მდგომარეობაში არსებული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა
და საუბარი, თითქოს პრეზიდენტის ანგელოზის დღეზე იყო საუბარი და რომელი მინისტრი მიულოცავდა პრეზიდენტს ანგელოზის დღეს. ჩვენ ამ თემებზე და ამ სტილით ურთიერთობა შეგვიძლია გავაგრძელოთ მიუხედავად იმისა, რომ ის სტილი არ მომწონს, მაგრამ ამ სფეროში მოვუწოდებ ყველას, გვერდზე გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური თამაშები, პიროვნული ურთიერთობები. ეს სფერო დავტოვოთ მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების კუთხით ეფექტური გადაწყვეტილების
მისაღებად”,
- განაცხადა
გიორგი მარგველაშვილმა.
კომენტარი