ცნობილია, ვინ არის კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი პაციენტი
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა 1 პაციენტი. გარდაცვლილი 55 წლის ქალი, 26 სექტემბრიდან მკურნალობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალს ჰქონდა COVID -19, ორმხრივი ლიქვოროთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.
პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტის არსებობა, მიტრალური და სამკარიანი სარქველების ერთდროული დაზიანება, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, წითელი ქარი.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 29 სექტემბერს 01:30 საათზე.
კომენტარი