სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს ძალიან რთული პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. ეს ყოველივე კი დიდ შვებას მოგანიჭებთ. შეძლებთ იმ დაბრკოლებების გადალახვას, რომლებიც მრავალი თვის განმავლობაში გაშინებდათ. დილიდანვე ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და მიხვდებით, რომ დღევანდელი დღე თქვენი წარმატების გარანტია.

კურო: დღეს შოკისმომგვრელი ახალი ამბავიც კი არ იმოქმედებს თქვენზე. თქვენი პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ ყურადღება არ მიაქციოთ იმ წვრილმანებს, რომლებიც მუდამ გიშლიდათ ნერვებს. მსგავსი განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, შეძლებთ დღის სწორად დაგეგმვასა და განვითარებას.

ტყუპები: თუ ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერდებით, გახსოვდეთ, რომ წინსვლას ვერ შეძლებთ. ეცადეთ სიახლეებისთვის მოამზადოთ საკუთარი თავი, რადგან უახლოეს მომავალში მრავალი ახალი საქმის წამოწყება და წარმოება მოგიწევთ, ამისთის კი დიდი ენერგია დაგჭირდებათ. ეცადეთ უახლოეს დღეებში მაქსიმალურად კარგად დაისვენოთ.

კირჩხიბი: თუ დღეს თქვენს ირგვლივ კონფლიქტი დაიწყება, ეცადეთ თავი მაქსიმალურად მოარიდოთ. ყოველგვარი რეპლიკისგან თავი შეიკავეთ. დღეს არ არის საუკეთესო დრო თქვენი პოზიციების დასაცავად. ეცადეთ თქვენმა აზრებმა და შეხედულებებმა სხვებზე ნეგატიური გავლენა არ მოახდინონ.

ლომი: თუ დღეს კონფლიქტში ჩაბმა მოგიწევთ, მაქსიმალურად ეცადეთ თქვენმა ქმედებებმა გარშემომყოფებს თქვენზე აზრი არ შეაცვლევინონ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ. არ ღირს ერთი უსიამოვნების გამო, რამდენიმე მტრის გაჩენა. მტრობა კოლეგებს შორის კი ადამიანისთის ნამდვილად დამღუპველია.

ქალწული: დღეს დილიდანვე კონფლიქტურ განწყობაზე იქნებით. შესაძლოა სრულიად უმნიშვნელო მიზეზიც კი დიდ პრობლემად მოგეჩვენოთ. გახსოვდეთ, რომ დღეს თქვენს ირგვლივ მომხდარი ნებისმიერი უთანხმოება თქვენი ბრალი იქნება. ამიტომ, ეცადეთ საკუთარი თავის კონტროლს და სხვებს ნუ ჩააყენებთ უხერხულ მდგომარეობაში.

სასწორი: ძალიან კარგია, როცა დაკისრებული მოვალეობების შესრულებას ზედმიწევნით ცდილობთ. მიუხედავად ამისა, სანამ თავჩარგული შრომობთ, შესაძლოა ზემდგომმა პირებმა ვერც კი შეგამჩნიონ. ეცადეთ საკუთარი შრომის შედეგები სააშკარაოზე გამოიტანოთ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ წარმატების მიღწევას. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენმა რომელიმე კოლეგამ შესაძლოა თქვენ მიერ კარგად დაგვირგვინებული საქმე ისე მიითვისოს, რომ თქვენ ვერც კი გაიგოთ.

მორიელი: გახსოვდეთ, რომ რეალობისა და ოცნების ერთმანეთში არევა არ შეიძლება. იყავით მაქსიმალურად პრაქტიკულები. ნუ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას ბევრი იოცნებოს და შემდეგ კი მიღწეულმა შედეგებმა ამის საფუძველზე იმედები გაგიცრუოთ. არ მოწყდეთ რეალობას, უბრალოდ თქვენზე დაკისრებული მოვალეობები მაქსიმალურად კარგად შეასრულეთ და რეალობა იმდენად კარგი აღმოჩნდება, რომ ოცნება აღარ მოგიწევთ.

მშვილდოსანი: დღეს შესაძლოა ისეთი შეცდომა დაუშვათ, რაც თქვენი საქმიანობის კრახს განაპირობებს. მუშაობისას თუ რაიმე სირთულეს წააწყდებით, ეცადეთ კონსულტაცია შედარებით გამოცდილ პირებთან გაიაროთ. დამოუკიდებლად ნუ იმოქმედებთ, თორემ თქვენი გეგმები აუსრულებელი, ოცნება კი უბრალო ფიქრები აღმოჩნდება.

თხის რქა: დღეს უამრავი რთული იდეა გეწვევათ, რომელთა თავსა და ბოლოს ვერ გაიგებთ. ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს თქვენს ხასიათზე. ეცადეთ დროდადრო დაისვენოთ რამდენიმე წუთით. რელაქსაცია მობილიზების საშუალებას მოგცემთ. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ არ არსებობს არავითარი პრობლემა თუ დაბრკოლება, რომელთა გადალახვაც შეუძლებელია.

მერწყული: ბოლოს როდის დაუთმეთ თავისუფალი დრო მხოლოდ საკუთარ თავს? ყოველდღიური დატვირთული გრაფიკი თქვენს ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ამიტომ აუცილებელია დროდადრო დასვენებაც და სრული მარტოობაც. ეცადეთ რამდენიმე დღით შვებულება აიღოთ და გამონთავისუფლებული დრო მხოლოდ საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებს მიუძღვენით.

თევზები: ძალიან დიდია შანსი ახალი რომანის წამოწყებისა. შესაძლოა ეს სრულებით არარეალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ყოველივე მაინც შეგემთხვევათ. არ გაგიკვირდეთ და არც ემოციურად მიუდგეთ აღნიშნულ საკითხს. თუ მიხვდებით, რომ ახალი სასიყვარულო ურთიერთობები არაფერში გამოგადგებათ, უბრალოდ მარტივად შეხედეთ ამ საკითხს და არსებული სიტუაციის მწყობრში ჩაყენებასაც სწრაფად მოახერხებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100