სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2 გარდაცვლილი და 2 დაშავებული - სამგზავრო მატარებლის შეჯახების საქმეზე გამოძიება დაიწყო

3 სექტემბერს, თბილისში მომხდარ სარკინიგზო ავარიის საქმეზე გამოძიება დაიწყო. საუბარია, ფეიქრების ქუჩასთან მომხდარ ფაქტზე, როცა სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა, მაშინ, როდესაც რკინიგზელები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

ავარიის შედეგად ორი მუშა 56 წლის აბო ახინჯანიანი და 23 წლის ლაშა ცაგარეიშვილი დაიღუპა. დაშავდა კიდევ ორი მუშა.

შემთხვევის შესახებ საქართველოს რკინიგზას დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გაუვრცელებია, როგორც რკინიგზაში ამბობენ, „მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100