სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლელა წურწუმიამ კლინიკას ტოვებს – აი, რას წერს გამოჯანმრთელებული მომღერალი

მომღერალმა, ლელა წურწუმიამ კორონავირუსი დაამრცხა და დღეს კლინიკას ტოვებს. ამის შესახებ მომღერალმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

ლელა წურწუმია გულშემატკივორბისთვის ყველას მადლობას უხდის.

დილამშვიდობისა, დღეს მე ვტოვებ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, სრულიად გამოჯანმრთელებული და ეს ნამდვილად არის უდიდესი დამსახურება ბატონი ლევან რატიანის და მისი უმაგრესი მედპერსონალის, განსაკუთრებული მადლობა ამ თავდადებისთვის და მათი დაუზოგავი შრომისთვის, მათი პროფესიონალიზმისთვის.

დიდი მადლობა ნინიკო მალანიას, რომელიც ჩემთან ერთად მკურნალობდა პალატაში და ეს რთული დღეები მშვიდად გადამატანინა. განსაკუთრებული მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, სიყვარულისთვის და რა თქმა უნდა ჩემს ძვირფას ოჯახს, მეგობრებს“,- წერს ლელა წურწუმია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100