GRASS: ტყუილი ეკა ბესელიას მიერ იყო ნათქვამი
"საქართველოს რეფორმების
ასოციაციის" (GRASS) მიერ მომზადებული
სტატისტიკის მიხედვით,
გაირკვა, რომ
44 ფაქტიდან „ქარულმა
ოცნებამ“ ერთი
ტყუილი თქვა.
GRASS ინფორმაციით იცრუა
დეპუტატმა ეკა
ბესელიამ. პროექტის
factcheck.ge-ის შედეგების
მიხედვით, რომლის
პრეზენტაციაც დღეს
შედგა,ბესელიას
მიერ გაკეთებული
განცხადება, სადაც
უზუსტობა დაფიქსირდა,
მოვალეთა რეესტრში
რეგისტრირებულ პირებს
შეეხებოდა.
"ბესელიამ
განაცხადა,
რომ მოვალეთა რეესტრში ნახევარი მილიონი ჩვენი მოქალაქეა დარეგისტრირებული
და ასი ათასობით ადამიანი ან გამოსახლებულია ან გამოსახლების პირასაა, ყადაღადადებულია,
ან აღსრულების პროცესში".
ჩვენ შესაბამისი მონაცემები გამოვითხოვეთ, გადავამოწმეთ და რიცხვებში აღმოჩნდა განსხვავება",
- განაცხადა
სერგი კაპანაძემ.
რაც შეეხება დეტალურ მონაცემებს, სტატისტიკა ასეთია: 44 ფაქტიდან კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ერთი ტყუილი თქვა, "ნაციონალურ მოძრაობას"
კი ამ კუთხით მაჩვენებელი ნული აქვს. აღნიშნული ოპოზიციური პარტიის შემთხვევაში 51 ფაქტის სიზუსტე შემოწმდა.
პროექტი
factcheck.ge 2013 წლის
31 ივლისს
დაიწყო, მის ფარგლებში სულ 150 ფაქტი, 6 საპრეზიდენტო კანდიდატი, 43 პარლამენტარი, 5
აღმასრულებელი
ხელისუფლების
წარმომადგენელი,
კერძოდ, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების განცხადებები გადამოწმდა.
კომენტარი