დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 7 მედიკოსს წაუყენეს
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 7 მედიკოსს წაუყენეს. ამის შესახებ გამოცემა Marca წერს.
მისი ინფორმაციით, 7 მედიკოსს ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალი წაუყენეს. ბრალდებულებს, რომელთა შორის არიან ექიმი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და ნეიროქირურგი, 8-დან 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ქალაქ სან-ისიდროს გენერალური პროკურატურის განცხადებით, სამედიცინო ბრიგადა, რომელიც მარადონასთან გამოძახებაზე მივიდა, არაადეკვატურად მოქმედებდა და პაციენტი ბედის ანაბარა დატოვა. ბრალდებულებს სასამართლო პროცესის დასრულებამდე ქვეყნის დატოვება აუკრძალეს.
დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. ამის გამო, არგენტინის მთავრობამ ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. ფეხბურთელი 60 წლის იყო. ოფიციალური ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა.
კომენტარი