სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადამიანების საერთო მახასიათებლები იმის მიხედვით თუ რომელ ყავას ანიჭებენ ისინი უპირატესობას

ფსიქოლოგებმა შეადგინეს ადამიანების საერთო მახასიათებლები იმის მიხედვით თუ რომელ ყავას ანიჭებენ ისინი უპირატესობას.

1. ფილტრის ყავა უშაქროდ – თქვენ ხართ ძლიერი პიროვნება. არ გაურბიხართ პასუხისმგებლობებს. არ გრცხვენიათ საკუთარი შეცდომების აღიარების.

2. ფილტრის ყავა შაქრით – თქვენ ხშირად გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, შეგიძლიათ საკუთარი ინტერესები სხვას ანაცვალოთ და შემდეგ ყოველთვის ნანობთ ამას.

3. ნალექიანი ყავა – თქვენთან გრძნობა უფრო წინ დგას ვიდრე გონება. ხართ კეთილი და სხვა ადამიანებშიც აფასებთ კეთილსინდისიერებას.

4. ხსნადი ყავა – საკუთარი თავი წარმატებულად მიგაჩნიათ. ყოველთვის უმოკლეს გზას ირჩევთ პრობლემის გადასაჭრელად.

5. ყავა რძით და შაქრით – რთული ხასიათი გაქვთ. ადვილად ღიზიანდებით, ხშირად გეცვლებათ ხასიათი.

6. ყავა კოფეინის გარეშე – გაწონასწორებული ხასითი გაქვთ. ბევრი რამით ხართ დაინტერესებული, მაგრამ ეს ინტერესები მაინც ზედაპირულია. არ ისწრაფვით მიზნის მისაღწევად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100