სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ აბაშიძე სამუშაო ვიზიტით მოლდოვაში გაემგზავრა

10-11 ნოემბერს მოლდოვას დედაქალაქ კიშინეუში გაიმართება სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-7 სესია, რომელზეც დაესწრებიან საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვას სუამ-ის საპარლამენტო დელეგაციების წევრები.

სესიაზე ასევე მონაწილეობას მიიღებენ ბალტიის ასამბლეის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეისა და თურქულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები, აგრეთვე პოლონეთის პარლამენტის წევრები.

სესიაზე მომხსენებლად მოწვეულნი არიან მოლდოვას რესპუბლიკის სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები და ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატები.

საქართველოს მხრიდან კი ასამბლეას დაესწრებიან სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე, დელეგაციის წევრები, გედევან ფოფხაძე და ნოდარ ებანოიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100