სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროპის ბანკებს მაღალანაზღაურებადი თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის გაცემა დაევალებათ

ევროკავშირის ფინანსური ორგანიზაციები ვალდებულნი იქნებიან გაასაჯაროონ ინფორმაცია იმ თანამშრომლების შესახებ, რომელთა ხელფასიც მილიონ ევროს აჭარბებს. სწორედ ასეთი მოთხოვნების შემოღებას მოითხოვს ევროკავშირი. ევროკომისიაში თვლიან, რომ ეს მონაცემები ევროპული ბანკებიდან მარეგულირებელ ორგანოს European Banking Authority (EBA)–ს უნდა გადაეცეს.

ამ გზით, ევროკავშირი აპირებს გაამკაცროს კონტროლი ადგილობრივ საბანკო სექტორზე. ივლისის შუა პერიოდში, EBA–მ ბანკების სტრეს–ტესტების შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა მიზანიცაა საკრედიტო ორგანიზაციების მდგრადობის შემოწმება, შესაძლო კრიზისის პირობებში. აღმოჩნდა, რომ 91 ბანკიდან რვამ ტესტები ჩააგდო, 16–მა კი გამოცდა რთულად ჩააბარა.

ევროკავშირის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იმ ბანკებს, რომლებმაც სტრეს–ტესტები ჩააგდეს და მომავალში ვერ შეძლებენ ინვესტორებისგან კაპიტალის მიზიდვას, სახელმწიფო დახმარება გაეწევათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100