სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და დაზარალებულთა დასახმარებლად მიღებული შემოწირულობა 2 მილიონ ლარს აჭარბებს
თბილისში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და დაზარალებულთა დახმარების მიზნით გახსნილ ანგარიშებზე მიღებული შემოწირულობის ოდენობა 2 მილიონ ლარს აჭარბებს, ელექტრომომარაგება აღდგენილია, დაზარალებული მოსახლეობა დროებით გადაყვანილია წყნეთის სამთავრობო აგარაკებზე, სადაც შექმნილი აქვს შესაბამისი პირობები, გზების გაწმენდა თითქმის დასრულებულია, სამაშველო და სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - თბილისში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს საგანგებო შტაბის წევრებმა მიაწოდეს.
კომენტარი