
„თეგეტა მოტორსი“ ,,HUNTER”-ის ბრენდის ექსკლუზიური დილერი გახდა საქართველოში
„თეგეტა მოტორსმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ამერიკულ ბრენდ ,,HUNTER”-თან და გახდა მისი ექსკლუზიური დილერი საქართველოში.
კომპანია ,,HUNTER”-ს 70 წლიანი ისტორია აქვს, იგი ცნობილია როგორც ლიდერი და ტექნოლოგიური ინოვატორი სავალი ნაწილის სერვისის დანადგარების სფეროში. ,,HUNTER”-ი აწარმოებს შემდეგი ტიპის დანადგარებს : თვლების დაყენების კუთხეების შესამოწმებელი დანადგარები, საბურავების ბალანსირების და დაშლა-აწყობის დანადგარები, სამუხრუჭე დისკების საჩარხი სტენდები და პლატფორმა ამწეები. დღეიდან „თეგეტა მოტორსში“ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველა აღნიშნული დანადგარი და ისარგებლოთ 2 წლიანი გარანტიით.
„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში.
კომენტარი