სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინა რუსეთთან ომის დაწყების ზღვარზეა - სასაზღვრო კონტროლის კატერებმა ქერჩის სრუტეში უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნეს

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო კონტროლის კატერებმა ქერჩის სრუტეში უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე უკრაინის საზღვაო ქვეითი ძალები ავრცელებენ.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის ძალებმა ხომალდებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც უკრაინული ხომალდები უკრაინის შიდა ტერიტორიულ წყლებში იყვნენ.

სროლის შედეგად საარტილერიო კატერმა „ბორდიანსკიმ“ კურსი დაკარგა, დაიჭრა ერთი ადამიანიც. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა ცეცხლი უკრაინულ მხარეზე დანაკლისის დატოვებას ისახავდა მიზნად.

25 ნოემბრის დილიდან ქერჩის სრუტეში რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა დაიძაბა.

უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გიურზას კლასის დაჯავშნული ხომალდები ქერჩის სრუტისკენ დილით გადაადგილდებოდნენ. მათი მისია დანარჩენი სამი უკრაინული ხომალდის გამაგრება იყო, რომლებიც იმავე მიმართულებით დილის შვიდ საათზე გაცურდნენ. რუსეთმა ეს საზღვრის დარღვევად და პროვოკაციად შეაფასა.

უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ საარტილერიო კატერები - „ბორდიანსკი“ და „ნიკოპოლი“, ასევე საბუქსირო გემი „იანი კაპუ“ ოდესის პორტიტად მარიოპოლში გეგმურად გადადიოდნენ, რის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. რუსულმა გემმა კი ბუქსირი დააზიანა.

უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა გაეროს საზღვაო წესი დაარღვია.

ქერჩის სრუტე სამოქალაქო გემებისთვის უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100