
ეს, ის ბიჭია, ბათუმში ავარიას რომ ემსხვერპლა (ფოტო)
ბათუმში, ავარიის შედეგად დაღუპული ბიჭი მინდია შავაძეა. მას ერთი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი