
ცხოვრება სასწაულებით არის სავსე, ისტორიას ვწერთ ყველა ერთად! - გიორგი მიქაუტაძის პოსტი
გუშინდელ ისტორიულ გამარჯვებას სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ასეთი პოსტით ეხმაურება:
ცხოვრება სასწაულებით არის სავსე. ისტორიას ვწერთ ყველა ერთად.
ჩვენ უკვე თექვსმეტეულში ვართ!
უბრალოდ მადლობა", - წერს გიორგი მიქაუტაძე.
გუშინ საქათველომ პირველი და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ჩვენი ნაკრები მერვედფინალშია.
პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.
კომენტარი