
"აი ახლა მდინარაძე პირდაპირ ბრიფინგიდან არ უნდა დააკავონ? საიდან იცის? უკანონო მოსმენებით და თვალთვალით?" - ნინო ჯანგირაშვილი
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი მდინარაძის ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ის პირდაპირ ბრიფინგიდან არის დაკითხვაზე გადასაყვანი:
"აი ახლა მდინარაძე პირდაპირ ბრიფინგიდან არ უნდა დააკავონ და არ უნდა წაიყვანონ დაკითხვაზე? რეებს კითხულობს? საიდან იცის? უკანონო მოსმენებით და თვალთვალით?" - წერს ჯანგირაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ენმ-ს შეტყობინებები წაიკითხა და მათი "ჩაშლილი დავალებები გაშიფრა".
კომენტარი