
სასტიკი მკვლელობა თბილისში, დაღუპულს 8 ჭრილობა აქვს მიყენებული
თბილისში, წერეთლის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. დაღუპულს სხეულზე, სავარაუდოდ, ცივი იარაღით, 8 ჭრილობა აქვს მიყენებული.
შემთხვევა წუხელ მოხდა. სასიკვდილოდ დაჭრილმა ტაქსის გაჩერება მოახერხა, თუმცა ის მალევე გარდაიცვალა.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიცია.
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითა არის აღძრული.
წერეთლის გამზირზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
კომენტარი