
სამწუხაროდ არის მსხვერპლი და ის ჩემი ნათესავი აღმოჩნდა - ზურა ბაუჟაძე
"სახლის ჩამოქცევის პირველი მსხვერპლი უკვე ცნობილია. ჩემი ნათესავი აღმოჩნდა" - წერს სოციალურ ქსელში ზურა ბაუჟაძე.
ცნობისთვის, კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. გვერდით მდებარე შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
კომენტარი