
დიდუბეში ხანძარია - ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს
დიდუბეში, ცაბაძის ქუჩაზე, "თერგის" ბაზრობაზე ხანძარია. ცეცხლი აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი და რამ გამოიწვია ხანძრი. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
კომენტარი