
ავარია თბილისში - დაშავებულია 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები
7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაშავდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თბილისში. შემთხვევა ვეფხის და მოყმის ძეგლთან მოხდა.
ერთმანეთს სუბარუს და მაზდას მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილი ამობრუნდა. სწორედ ამ ავტომობილში ისხდნენ მცირეწლოვანი ბავშვები მშობლებთან ერთად.
ყველა დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარი