
სისხლიანი დაპირისპირება თელავში - მოკლულია ორი პირი
სისხლიანი დაპირისპირება თელავში - გვიან ღამით სოფელ ლალისყურში ორი ადამიანი მოკლეს.
ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებული, მოკლულების თანასოფელია. ერთ-ერთი ვერსიით, გუშინ კი სამივე მათგანი ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო.
ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთი დაღუპული სოფლის რწმუნებულის ძმაა. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა.
რა გახდა სასტიკი ანგარიშსწორების მიზეზი უცნობია.
სავარაუდო დამნაშავეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 19-109 მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
საქმე ასევე აღძრულია სსკ-ს 236-ე მუხლითაც, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
კომენტარი