14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი: დღეს ენერგიული ნამდვილად არ იქნებით. უფრო მეტიც, სისუსტე შემოგიტევთ. გარკვეული საქმეების გაკეთებისას, დაიხმარეთ ახლობლები და მეგობრები. დღის ბოლოს კი აუცილებლად განმარტოვდით და მაქსიმალურად კარგად დაისვენეთ
კურო: დღეს შესაძლოა ხასიათი რამდენიმეჯერ შეგეცვალოთ. ამის საფუძველზე კი ეცადეთ, რომ გარშემომყოფები არ გააღიზიანოთ. ერიდეთ გარე საზოგადოებასთან ურთიერთობას და სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, დახმარება მეგობრებს სთხოვეთ.
ტყუპები: დღეს ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებში წარმატება გელით. სამსახურში კი თქვენი ავტორიტეტის ზრდა არის მოსალოდნელი. ეს ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ჭკვიანურად და დაფიქრებით გადადგავთ ყოველ ნაბიჯს მნიშვნელოვან საქმეებში.
კირჩხიბი: დღეს შესაძლოა უსამართლობის მსხვერპლი გახდეთ. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ ემოციებს არ აჰყვეთ და თავი ხელში აიყვანოთ. უსამართლობა აუცილებლად გამოვლინდება და თქვენც ამ დროისათვის სრულიად დამშვიდებული იქნებით.
ლომი: დღეს მაქსიმალურად მობილიზებულნი და ყურადღებიანნი უნდა იყოთ. რადგან შესაძლოა მნიშვნელოვანი საბუთები გაქრეს. მათ მოსაძებნად კი დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.
ქალწული: დღეს საკმაოდ უინტერესო დღე გელით. მაგრამ ეს სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ისარგებლეთ ამით და კარგად დაისვენეთ. ამასთანავე დაუკავშირდით ახლობლებს, რადგან უკანასკნელ ხანებში ისინი გსაყვედურობენ თქვენი უყურადღებობის გამო.
სასწორი: დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ძველ ნაცნობებს შეხვდეთ, რაც საშუალებას მოგცემთ სამომავლოდ დადებითობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. კარგი იქნება, თუ მნიშვნელოვან საქმეებს დღის მეორე ნახევარში მოაგვარებთ.
მორიელი: დღეს კარიერული წინსვლა გელით. ეცადეთ სხვადასხვა პროექტების შექმნას და შემდეგ ამ საქმეებზე დაუღალავად იმუშავეთ. თქვენ მუხლჩაუდრეკელ შრომას აუცილებლად შეამჩნევენ და დაგიფასებენ კიდეც.
მშვილდოსანი: დღეს ბევრი თავგადასავალი გელით. როგორც კარიერაში ასევე პირად ცხოვრებაში. ეცადეთ პირად ცხოვრებაში დასახული გარკვეული მიზნები დღეს აქციოთ რეალობად. არ შეუშინდეთ შესაძლო შედეგებს, დღეს ნებისმიერ სიტუაციაში გამარჯვებული დარჩებით.
თხის რქა: უკანასკნელი დროის მანძილზე თქვენს ცხოვრებაში მომხდარი დადებითი მოვლენები, თქვენი მომავლის პოზიტიურად განვითარებას შეუწყობს ხელს. შეგეძლებათ პრობლემების მოგვარება როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე საყვარელ ადამიანთანაც.
მერწყული: დღეს არ არის სასურველი საკუთარი აზრისა და იდეების განვითარებაზე ზრუნვა. ამისგან მაინც არაფერი გამოგივათ და პირიქით, უარყოფითი შედეგი დეპრესიულ ხასიათს გამოიწვევს. ეცადეთ მიჰყვეთ დინებას და ზედმეტი არაფერი მოთხოვოთ საკუთარ თავს.
თევზები: თუ თვლით რომ რაიმე გადაუდებელი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, აუცილებლად მოაგვარეთ იგი და არავითარ შემთხვევაში არ გადადოთ სამომავლოდ. ხოლო თუ დღის ბოლოს თავისუფალი დრო დაგრჩებათ, ეცადეთ განმარტოვებასა და დასვენებას.
კომენტარი