სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება
ლარის გამყარების მიუხედავად, სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია კვლავ გრძელდება.
დფდსფგდგკდფ;
ფასების ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, როგორიცაა: ფქვილი, შაქარი, კვერცხი, რძის პროდუქტები.
ეს პროცესი ნედლეულის გაძვირებითაა განპირობებული. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ხორბალთან დაკავშირებით. ტონა ხორბლის ღირებულება ამ დროისთვის დაახლოებით 600 ლარია.
ეს პროცესი ნედლეულის გაძვირებითაა განპირობებული. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ხორბალთან დაკავშირებით. ტონა ხორბლის ღირებულება ამ დროისთვის დაახლოებით 600 ლარია.
დფდსფგდგკდფ;
ხორბლის გაძვირება არამხოლოდ პურ-პროდუქტების ფასს ზრდის, არამედ ქათმის ხორცისა და კვერცხის ღირებულებასაც.
დფდსფგდგკდფ;
ხორბლის გაძვირება არამხოლოდ პურ-პროდუქტების ფასს ზრდის, არამედ ქათმის ხორცისა და კვერცხის ღირებულებასაც.
დფდსფგდგკდფ;
ამ ფაქტზე გავლენა რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტის შეწყვეტამ იქონია. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ხორბლის ექსპორტი 2010 წლის 15 აგვისტოს შეწყვიტა და აკრძალვა მიმდინარე წლის ბოლომდეა გამოცხადებული.
დფდსფგდგკდფ;
დფდსფგდგკდფ;
შესაძლოა, ხორბლის ექსპორტი უკრაინამაც შეწყვიტოს, რაც ფასების კიდევ უფრო მომატებას გამოიწვევს.
დფდსფგდგკდფ;
დფდსფგდგკდფ;
ზაფხულის გვალვების გამო უკრაინის ხელისუფლება იძულებული გახდა, მოსავლის პროგნოზი 48 მილიონიდან 39 მილიონ ტონამდე შეემცირებინა. კიევმა რამდენჯერმე განიხილა მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვის შესაძლებლობა, თუმცა დღემდე ამ ნაბიჯზე არ წასულა.
დფდსფგდგკდფ;
დფდსფგდგკდფ;
ამ ეტაპზე სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უკრაინის მთავრობა მარცვლეულის ექსპორტზე კვოტების შემოღების საკითხს განიხილავს, რომლებიც მიმდინარე წლის ბოლომდე იმოქმედებს. ასეთი განცხადება პარლამენტის აგრარული კომიტეტის წარმომადგენელმა გრიგორი კალეტნიკმა გააკეთა.
დფდსფგდგკდფ;
დფდსფგდგკდფ;
ბაზრის მონაწილეების მონაცემებით, ხელისუფლება კვოტების განაწილების საკითხსა და საექსპორტო კვოტების აუქციონზე გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს.
დფდსფგდგკდფ;
დფდსფგდგკდფ;
ვიცე-პრემიერ ანდრეი კლიუევის განცხადებით, კვოტები სიმინდის მარცვალზე 2 მილიონ ტონას, სასურსათო მარცვლეულზე კი 500 ათას ტონას შეადგენს.
დფდსფგდგკდფ;
დფდსფგდგკდფ;
ახალ რეკორდებს ამყარებს შაქრის მსოფლიო ფასიც. სექტემბერში ფასების მკვეთრი ზრდის შემდეგ ლონდონსა და ნიუ-იორკში ფიუჩერსებზე კვლავ რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება.
დფდსფგდგკდფ;
დფდსფგდგკდფ;
კერძოდ, რაფინირებული შაქრის ფიუჩერსებზე ლონდონში ფასი 1,1%-ით გაიზარდა და ტონაზე 706 დოლარს მიაღწია, რაც 22 თებერვლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.
ამასთან, ტაილანდიდან მსოფლიო ბაზრებზე შაქრის მოწოდება მომავალ მარკეტინგულ წელს 20%-ით შემცირდება. ბრაზილიაში კი მოსავალი 3,2%-ით დაიკლებს.
დფდსფგდგკდფ;
დფდსფგდგკდფ;
გარდა საკვები პროდუქტებისა, მოსალოდნელია ფასების ზრდა ტანსაცმელსა და ისეთ პროდუქციაზე, რომელიც განბაჟებას მოითხოვს. იმპორტიორების განცხადებით, საგადასახადო სამსახურმა ჩინეთიდან, თურქეთიდან და ირანიდან შემოტანილი ტვირთის წონის მიხედვით განბაჟება მოითხოვა. წონის მიხედვით განბაჟება კი, მათი ინფორმაციით, კილოგრამზე 2 ლარი ჯდება, რაც ხარჯს რამდენჯერმე ზრდის.
კომენტარი