სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი: ვისაც ჰგონია, რომ თავისუფლებას ოქროს გალიაზე გავცვლით, არ იცნობს ჩემს ხალხს

„შემდეგი დღე: პრეზიდენტი სააკაშვილი პოსტრევოლუციურ საზოგადოებასა და იმის თაობაზე, თუ რა მოდის არაბული გაზაფხულის შემდეგ“ - ასე ჰქვია საჯარო ლექციას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში წაიკითხა.

პოსტრევოლუციურ საზოგადოებებსა და იმ გამოწვევებზე საუბრის გარდა, რომლის წინაშეც ეს საზოგადოებები დგას, მიხეილ სააკაშვილმა იმ გამოცდილებაზეც ისაუბრა, რომელიც საქართველომ იმავე გზის გავლის შემდეგ შეიძინა.

„მას, ვისაც ეგონა, რომ კორუფცია ჩვენი კულტურის ნაწილი იყო, სათანადოდ ვერ აფასებდა ქართველ ერს. მას, ვისაც ბუნებით კრიმინალები ვეგონეთ - ძალიან ცდებოდა. ის, ვინც ფიქრობდა, რომ არჩევნების დროს ყალბი დაპირებებით და ილუზიით შეიძლებოდა ხალხის ყიდვა - არასათანადოდ აფასებს ჩემს ხალხს. მას, ვისაც ჰგონია, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლის წინააღმდეგობებით აღსავსე გზას ოქროს გალიაში ჯდომასა და დაპირებულ კომფორტზე გავცვლით - სათანადოდ ვერ აფასებს ქართველ ერს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი ტრიბუნასთან შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა რიჩარდ სოლომონმა და ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე -პრეზიდენტმა დეიმონ ვილსონმა მიიწვიეს. წარდგენისას მათ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მშვიდობის მშენებლობაში შეტანილი წვლილი და ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური ცვლილებების თვალსაზრისით განხორციელებული ის რეფორმები აღნიშნეს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევით განხორციელდა: „ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, მისი პოლიტიკური კარიერა და ის საქმეები, რომელიც მან გააკეთა, რათა საქართველო ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური ცვლილებების თვალსაზრისით უფრო მაღალ დონეზე აეყვანა, რომელიც მსოფლიოს ამ ახალი ერის ნაწილია, ნამდვილად ასახავს იმ ტრანსს, რომელთანაც აქ, მშვიდობის ინსტიტუტში გვაქვს საქმე“ - განაცხადა რიჩარდ სოლომონმა.

მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლის დასრულების შემდეგ, აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100