კიევში მილიციამ ტიმოშენკოს მომხრეთა კარვები აიღო
კიევში მილიციის საგანგებო დანიშნულების შენაერთმა აიღო იულია ტიმოშენკოს მომხრეთა ათამდე კარავი სასამართლოს შენობასთან, რომელშიც იმართება უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სასამართლო პროცესი. ცნობების თანახმად, დააკავეს რვა ოპოზიციონერი. ამასთან, კიევში ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, მილიაციას ხელი არ უხლია კარვებისთვის, რომლებიც ტიმოშენკოს მომხრეებმა კიევის ცენტრალურ ქუჩაზე - კრეშჩატიკზე აღმართეს ერთი თვის წინ, ტიმოშენკოს დაპატიმრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
კომენტარი