სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მედვედევი სერდიუკოვს გაუბრაზდა და გაგზავნა... შორეულ აღმოსავლეთში

რუსეთის მედია-საშუალებები დღეს, 30 ივნისს იუწყებიან იმის თაობაზე, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავდაცვის მინისტრს ანატოლი სერდიუკოვს დაავალა პირადად ჩაერთოს ვლადივოსტოკისათვის სამხედრო უწყების მიწების გადაცემის საკითხებში, რომლებიც ქალაქს ესაჭიროება АТЭС-ის სამიტისათვის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

იგივე ინფორმაციის თანახმად, მედვედევმა განაცხადა, "ქალაქების ფარგლებში, სადაც არ უნდა გადააფურთხო, ყველგან თავდაცვის სამინისტროს მიწებია. კმარა ამ მიწებზე ჯდომა. თვითონ არაფერს აკეთებენ და სხვასაც არ ანებებენ ... როდესაც არ უნდა ჩამოვიდე, მიწები არ არის გადაცემული, არაფერი არ კეთდება", -განცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ვლადივოსტოკში АТЭС - ის სამიტის ჩატარება დაგეგმილია 2012 წელს. შორეული აღმოსავლეთისა და ბაიკალისპირეთის განვითარების პროგრამის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ გამოიყო 662 მილიარდი მანეთი. სამიტისათვის ვლადივოსტოკში და მის გარეუბან კუნძულ "რუსკზე" უნდა დასრულდეს ინფრასტრუქტურის ათეულობით ობიექტის მშენებლობა, მათ შორისაა საკონფერენციო-დარბაზი, სასტუმროები, გზები და ხიდები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100