სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

~ავერსის” მეშვიდე გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ

"ავერსის" რიგით მეშვიდე წამახალისებელი გათამაშება 20 ნოემბერს `რუსთავი 2~-ის პირდაპირ ეთერში შედგა. 12 გამარჯვებული გამოვლინდა. გათამაშდა 5-ჯერ 5000 ლარი, 5-ჯერ 10000 ლარი, 20000 ლარი და მთავარი პრიზი _ 40 000 ლარი. 9 დეკემბერს `ავერსის~ სათავო ოფისში სპეციალურად მომზადებულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე პრიზები მფლობელებს გადაეცათ.

_ ძალიან სასიხარულო და სასიამოვნო დღეა, რადგან ჩვენს გამარჯვებულებს ვაჯილდოვებთ _ აღნიშნა `ავერსის~ დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ _ მოგეხსენებათ, მედიკამენტის შეძენა, უმეტეს შემთხვევაში, უსიამოვნო აუცილებლობით არის გამოწვეული და ამ ადამიანებისთვის გამარჯვების შანსის მიცემა ვფიქრობთ, ძალიან დადებითი მომენტია. ბევრი ვიფიქრეთ პრიზებზეც _ კონკრეტული საჩუქრები ჯობდა თუ _ თანხა. ჩავატარეთ მომხმარებლის გამოკითხვაც და უმრავლესობამ თანხის მიღება და საკუთარი შეხედულებებით მისი განკარგვა ამჯობინა. ამიტომ, სოლიდური თანხა გათამაშდა, მინდა მივულოცო გამარჯვებულებს და მათ ჯანმრთელობა ვუსურვო, რომ ამიერიდან `ავერსის~ აფთიაქებში მხოლოდ მოვლის და პრევენციის საშუალებების შესაძენად შემოსულიყვნენ.

გათამაშებასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ `ავერსი გეოფარმის~ დირექტორს ბატონ გია ჩიგოგიძეს:

_ მოვიწვიეთ ჩვენი ერთგული და ყველაზე იღბლიანი მომხმარებლები და მათ მოგებული პრიზები გადავეცით _ ეს შესანიშნავი წამახალისებელი სიურპრიზია ლოიალური მომხმარებლისთვის. რაც შეეხება გათამაშებას, ერთგული მომხმარებლებისათვის წამახალისებელი გათამაშება პირველად 2009 წელს შედგა და ,მას შემდეგ, სასიამოვნო ტრადიციად დამკვიდრდა. ბილეთის მიღება `ავერსის~ აფთიაქში ნებისმიერ შენაძენზეა შესაძლებელი. ყოველ 20 ლარიან შენაძენზე იღებთ გათამაშების 1 ბილეთს, ხოლო 50 ლარიან შენაძენზე _ 5 მომენტალურ გათამაშების ბილეთს, რომლის გადაფხეკით მომენტალური პრიზის მოგების შესაძლებლობა გეძლევათ, ამავდროულად, ყოველი ბილეთი დიდ გათამაშებაში ერთვება. წელს პირველად გვქონდა სუპერ-პრიზი _ 40 ათასი ლარი. რა თქმა უნდა, ეს ტრადიცია გაგრძელდება.

ხუთიათას ლარიანი პრიზის მფლობელები გახდნენ მარიამ ნოზაძე, ნანა ქობალია, თორნიკე მარჯანიშვილი, სირანა ოგანეზოვი და ლელა ნოზაძე.

10 ათასი ლარი მოიგეს აზა ერაძემ, ლინდა კონცელიძემ, მარი ფიცხელაურმა, რობერტ აკოპიანმა და მაკა თოდუამ.

20-ათას ლარიანი პრიზი ირინა ხუდოიანს ერგო.

მთავარი პრიზი - 40 ათასი ლარი - წილად ხვდა გორის მკვიდრს ბეჟან გასიტაშვილს. როგორც ბატონმა ბეჟანმა გვითხრა, ექვსივე წინამორბედი გათამაშების აქტიური მონაწილე გახლდათ. ბატონი ბეჟანი 84 წლისაა და ორი შვილის, სამი შვილიშვილისა და სამი შვილთაშვილის საყვარელი ბაბუაა. `ავერსის~ გულშემატკივარიც გახლავთ, რადგან მისი რწმენით, ყველა ქველმოქმედი, მამულიშვილი და ერის მოამაგე ადამიანი პატივისცემასა და ნდობას იმსახურებს.

ლელა ნოზაძე თბილისში ცხოვრობს, დასაოჯახებელია და როგორც გვითხრა, გათამაშების მხოლოდ 4 ბილეთი ჰქონდა. არც უფიქრია, რომ 12 იღბლიან მოთამაშეს შორის აღმოჩნდებოდა. როგორც ჩანს, ნოზაძეების გვარის წარმომადგენლებს ამ გათამაშებაში იღბალი გამორჩეულად სწყალობდათ. მარიამ ნოზაძე ერთ-ერთი იღბლიანია, რომელმაც 5 ათასი ლარი მოიგო. ის მალე დედა გახდება და უკვე განსაზღვრული აქვს, რომ მოგებულ თანხას ახალშობილს მოახმარს.

ლინდა კანცელიძემ, რომელმაც 10 ათასი ლარი მოიგო გვითხრა, რომ მიღებულ თანხას სწავლას და პატარა კეთილ საქმეს მოახმარს _ სიმსივნით დაავადებულ ლუკა მსხალაძეს გადაურიცხავს _ გამოჯანმრთელებაში დაეხმარება.

იყავით “ავერსის” აფთიაქების ერთგული მომხმარებელი, დააგროვეთ მტრედი ბარათზე თანხა და გახდით უამრავიპრიზის მფლობელი.

"ავერსი" გისურვებთ მოგებას, ჯანმრთელობას დას ულიერ სიმშვიდეს!







კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100