სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იმისათვის, რომ ვალები გადაეხადა, მამა თავისი ერთი წლის შვილი დიდი თანხის სანაცვლოდ გაყიდა

ჩინელმა მამაკაცმა საკუთარი ერთი წლის შვილი ჩუმად გაყიდა, რათა დიდძალი ვალი დაეფარა - ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

ახალგაზრდა მამა აზარტული თამაშების მოყვარული იყო, თუმცა ბანქოში მაინც და მაინც არ უმართლებდა, ამიტომ ყოველთვის ჰქონდა ვალი, რომელიც არც თუ ისე ცოტა იყო. რამდენიმე თვის წინ მას უკვე 60 ათასი ჩინური იუანი დაუგროვდა გადასახდელი, სწორედ მაშინ დაებადა აზრი, რომ ბავშვი გაეყიდა.

ცზიანმა ცოლს უთხრა, რომ თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად ბებიასთან აპირებდა სტუმრად წასვლას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქ დარჩენას. ქალმა რამდენიმე დღე ვერაფერი იეჭვა, თუმცა ხშირად ურეკავდა მეუღლეს და ბავშვთან საუბარი სურდა, ცზიანი კი ყოველ ჯერზე ახალ ტყუილს იგონებდა, რათა თავი "დაეძვრინა" ცოლისგან. სამი თვის შემდეგ ახალგაზრდა ქალს ყელში ამოუვიდა ქმრის ტყუილები და დედამთლთან გამგზავრება გადაწყვიტა, რომელიც 140 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა.

ვანმა წასვლამდე ცოტა ხნით ადრე სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ თავის ქმარს კომპიუტერში მომიწერა ჰქონდა ერთ უშვილო ოჯახთან, რომლებსაც საკუთარ ქალიშვილს სთავაზობდა ფულის სანაცვლოდ. ის თავს ქცოდებდა წყვილს, სწერდა, რომ მარტოხელა მამა იყო და შვილის გაზრდა უჭირდა, სწორედ ამიტომ მიიღო ასეთი "მწარე" გადაწყვეტილება.

მიმოწერის ნახვიდან რამდენიმე საათში ვანმა დედამთილს ჩააკითხა და გაარკვია, რომ ცზიანი და მათი შვილი სამი თვის წინ იყო დედასთან სტუმრად, თუმცა ორ დღეში დატოვა მისი სახლი და მას შემდეგ არ გამოჩენილა. ქალმა სასწრაფო საჩივარი დაწერა პოლიციაში, რის შემდეგაც მისი ქმარი დააკავეს, შვილი კი ახალი ოჯახიდან წამოიყვანეს და დედას დაუბრუნეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100