სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხდის ხეობაში დაკარგულ მთამსვლელს ამ დრომდე ეძებენ

მაშველების 12 კაციანი ჯგუფი ყაზბეგის ხდის ხეობაში დაკარგულ მთამსვლელს ეძებს.

მწვერვალ გორის დასალაშქრად ასულმა მთამსვლელთა ჯგუფმა უკან დაბრუნების დროს, ამინდის გაურესების გამო დაბანაკება გადაწყვიტა, თუმცა ერთ-ერთმი, 30 წლის მამაკაცი მარტო დაეშვა და
ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.

დაკარგულის ვინაობა მთამსვლელების თხოვნის გამო არ სახელდება.

გორის მწვერვალი დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მდებარეობს და მისი სიმაღლე 4320 მეტრია.
მაშველები სამძებრო სამუშაოებში დღეს დილიდან ჩართნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100