სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენიმე მონოპოლისტი მოთამაშეა...“

ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარე გია ბერძენიძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და მიიჩნია, რომ მედიკამენტებზე მაღალ ფასს, ლარის კურსის ინფლაციასთან ერთად, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მონოპოლისტური მდგომარეობაც განაპირობებს.

„ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენიმე მონოპოლისტი მოთამაშეა: „ავერსი“, „პე ეს პე“ და „ჯი პი აი ჰოლდინგი“. ესენი არიან მონოპოლისტები, რომელთაც თავის დროზე, სახელმწიფო გაურიგდა. დღეს სახელმწიფოს ჰქონდა შანსი, დაეწესებინა მედიკამენტების ფასებზე სპეციალური რეგულაცია დაეწესებინა, თუმცა არ გამოიყენა. ისინი არიან გაბატონებული ბაზარზე, არ უშვებენ სხვა მოთამაშეს, შესაბამისად, ფასებს არეგულირებენ თავიანთი სურვილიდან გამომდინარე. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ეს საკითხი დარეგულირებულია სახელმწიფოს მიერ,“ - აღნიშნავს გია ბერძენიძე.

ბერძენიძე მედიკამენტების ფასების ზრდას, გარკვეულწილად, ლარის კურსის დაცემასაც უკავშირებს, თუმცა, მიაჩნია, რომ ფარმაცევტული კომპანიები ორას და სამას პროცენტიან მოგებაზე მუშაოებნ და ბაზარზე მაღალ ფასებს სწორედ, დღეს არსებული მონოპოლია განაპირობებს.

„არსებობს წამლის სააგენტო, რომელიც ვალდებულია დააწესოს რეგულაციები, თუმცა დღეს ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. ადამიანები ავადდებიან და იხოცებიან იმის გამო, რომ მათ არ გააჩნიათ შესაძლებლობა თავისდროზე შეიძინონ მედიკამენტები. ეს არის სახელმწიფოს პრეროგატივა, სახელმწიფომ უნდა შეძლოს ამ პრობლემის დარეგულირება. რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, მასზე კონტროლი აუცილებლად უნდა გამკაცრდეს. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იმ რეფორმებმა, რომელიც ჯანდაცვის სფეროში განხორციელდა, არაერთ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე“, - განმარტავს გია ბერძენიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100