ბაჩო ახალაიას სსსკ–ის 143 მუხლითაც („თავისუფლების უკანონო აღკვეთა“) ედავებიან
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის გარდა, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ბაჩო ახალაიას ბრალდებად ოფიციალურად წაუყენეს ასევე 143–ე მუხლი: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“.
ახალაიას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განმარტა, რომ საქმე ეხება ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტს. ადვოკატი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ბაჩო ახალაია ბრალს არ აღიარებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი,
მუხლი 143: თავისუფლების უკანონო აღკვეთა
1. თავისუფლების უკანონო აღკვეთა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
ბ)უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო
სამართლებრივ დაცვას დაქვემდებარებულის მიმართ;
გ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო
მდგომარეობაში მყოფის მიმართ;
ე) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.“.
კომენტარი